Wednesday, July 25, 2012

“საფრთხე–ნარკოტიკი“


1. სახელი: საფრთხე–ნარკოტიკი“
2.
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვაგვარი ნარკოტიკის შესახებ,გაეცნობიან ნარკოტიკით გამოწვეულ სავალალო შედეგებს.
3.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ნარკოტიკების შესახებ,შეისწავლიან ნარკოტიკების ქიმიურ შედგენილობას,გაეცნობიან  მცენარეულ და ქიმიურ ნარკოტიკებს,ნარკოტიკით გაბრუებული ადამიანის თავისებურებებს,ჩაატარებენ გამოკვლევებს და დაადგენენ რა გავლენას ახდენს ნარკოტიკები მოზარდებზე  და  ზოგადად ნებისმიერ ადამიანზე,ამ მიზნით მოიყვანენ ფაქტებს  და მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ბავშვები გაეცნობიან ნარკოტიკული თრობის ნიშნებს რომელიც ალკოჰოლურ სიმთვრალეს მოგვაგონებს.მოსწავლეები შეეცდებიან დეტალურად აღწერონ ნარკოტიკებით გამოწვეული საფრთხე, რომელიც დღეს ერთ–ერთი მწვავე პრობლემაა.
4. მონაწილეთა ასაკი: 14–18 წლამდე:VIII-XII კლასები.
5.
ვადები:2012 წლის იანვრიდან–15 მაისამდე.
6.
პროექტის შესაძლებელი აქტივობები კლასებში: შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, ვებ.გვერდების გაკეთება,ცალკეული ნარკოტიკული ნივთიერების აღწერა და გამოქვეყნება,ინტერვიუების აღება ექიმებისგან, საზოგადოებისგან და ნარკომანი ადამიანებისგან.
7.მოსალოდნელი შედეგები: ვებ ბლოგები, ბუკლეტების დამზადება ,სადაც გამოკვეთილი იქნება ნარკოტიკული ნივთიერებები და მისი მიღებით გამოწვეული შედეგები,ჯანსაღი ცხოვრების არჩევანის აუცილებლობა.
8.სარგებელი სხვებისათვის: გააცნონ მოზარდ თაობას და ფართო საზოგადოებას, თუ რა უარყოფითი ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს მათზე ნარკოტიკულმა საშუალებებმა მათი მოხმარების შემთხვევაში.
9. სამუშაო ენა: ქართული,აზერბაიჯანული.
10.
საგნებთან კავშირი: ქიმიასთან, ბიოლოგიასთან,სპორტთან, სამოქალაქო განათლებასთან.
11.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.
პროექტის ავტორი სახელი: დუჩიძე რუსუდანი
13.
პროექტის ავტორის ელ. ფოსტა:duchidzerusudan@gmail.com
14. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:

Sunday, July 15, 2012

პროექტი

ტექსტზე მუშაობა  გაკვეთილის პროცესში.